ENG


პროექტი - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები". გორის რაიონი

23 / 06 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "უსაზღვრო შემოქმედებითი სივრცეები".
მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა იაშვილმა, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტების პედაგოგებმა: პროფესორმა მანანა ძიძიკაშვილმა და დავით სილაგაძემ და ექვსმა სტუდენტმა: ნინი საყვარელიძემ, ლუკა ლეკიშვილმა, სოფო კორძახიამ, მარიამ ჩადუნელმა, ხვიჩა წენგუაშვილმა და ეთუნა მელქაძემ, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - დიცის, ფლავისმანის, მერეთის და ქვეშის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შესრულებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებით, სოფელ დიცის საჯარო სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალები მოსწავლეებს, პირველი შეხვედრისას, მასტერკლასების ფარგლებში გადაეცათ. გამოფენის გახსნამდე, პროფესორმა მაია იზორიამ, სამხატვრო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები და საქართველოს კულტურის აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი - დენის ნესტერენკო.
шаблоны для dle 11.2