|
საონკურსო პირობები: პოზიციის დასახელება: სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ფერწერის მიმართულებით. ადგილების რაოდენობა: 1 •შრომითი ხელშეკრულების კატეგორია აკადემიური თანამდებობის პირთან (A, B ან C) დამოკიდებულია სამუშაო დატვირთვაზე, ჯგუფების ოდენობასა და სხვა ფაქტორებზე. აკადემიური თანამდებობის პირს სამუშაო დატვირთვის ცვლილება განაპირობებს შრომითი ხელშეკრულების კატეგორიის ცვლილებასაც, რაც შესაძლოა განხორციელდეს ყოველი სასწავლო სემესტრისათვის, აკადემიური თანამდებობის არჩევითი ვადის განმავლობაში. სამუშაოს მოკლე აღწერილობა: • მიმართულების ხელმძღვანელობა და განვითრების სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა; • სწავლების მეთოდიკის შემუშავება, ახალი სასწავლო პროგრამების შედგენა, არსებული სასწავლო პროგრამების მოდიფიცირება, ფაკულტეტის სასწავლო დისციპლინების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სფეროში კვლევების ინიცირება/მონაწილეობა, სილაბუსების შედგენა/განახლება, პროფესიული თვითგანვითარება, ლექცია, სტუდიური მუშაობა, კონსულტაციები სტუდენტებთან, შუალედური შეფასება-გამოცდა, ფინალური გამოცდა. • საორგანიზაციო დატვირთვა (ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე დასწრება), საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, დარგის განვითარებისათვის ღირებული საქმიანობა. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • მაგისტრის რის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) • დარგში პედაგოგიური გამოცდილების არანაკლებ 4 წლიანი სტაჟი; • თანხმობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან აფილირების შესახებ; • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობა; • სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობა. • პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები • პორტფოლიო (ფოტო ალბომი, გამოფენების კატალოგი ან/და სხვა ვიზუალური მასალა, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენს მის შესაძლებლობებს); • საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგ¬რამა კრედიტების, ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) გათვალისწინებით; • საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) გათვალისწინებით; • საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა; • დარგის მიმართულებით სასწავლო მეთოდური ნაშრომი, პუბლიკაცია, წიგნი/სახელმძღვანელო; • საერთაშორისო/ადგილობრივი საგნმანათლებლო-შემოქმედებით პროექტები (ვორქშოფები, მასტერკლასები, ფესტივალიები, კონფერენციები, და ა.შ.) ინიცირება/ხელმძღვანელობა /ორგანიზება/მონაწილეობა; • საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; • ადმინისტრაციული მუშაობის გამოცდილება. კონკურსიში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტები: • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით); • რეზიუმე ან CV; • პირადობის მოწმობის ასლი; • ორი ფოტოსურათი 3/4; •სახვითი ხელოვნების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან/და უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების კანონმდებლობით დადგენილი აღიარების წესით გაცემული დოკუმენტი; • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 4 წლიანი პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი; • თსსა–სთან აფილირების შესახებ წერილობითი თანხმობა; • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლებოის არ არსებობის შესახებ; • ცნობა სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არ არსებობის შესახებ; • პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე თანხმობა; • ასევე, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მის მიერ მინიმალური და ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი სათანადო მტკიცბულებები/დოკუმენტები. განცხადების ფორმა: • განცხადება შევსებული უნდა იქნას კონკრეტურლი აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ფორმის შესაბამისად. ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტაცია. • განცხადებას უნდა დაერთოს დანართი 1, სადაც მოცემული იქნება ყველა ცნობა, დოკუმენტი, ნაშრომი თუ სტატია, რომელიც წარმოადგენს კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი გარემოების თუ ფაქტის მტკიცებულებას. დანართი უნდა დაინომროს უწყვეტად და განაცხადი უნდა შეიცავდეს მითითებას ამ ნუმერაციაზე. • თუ მტკიცებულებად წარმოდგენილია ალბომი, წიგნი, აფიშა ან სხვა სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ვერ გახდება განაცხადის დანართი 1-ის შემადგენელი ნაწილი, ის უნდა განისაზღვროს როგორც დანართი 2. •ნებისმიერი ინფორმაცია, წარმოდგენილი ელექტრონული სახით უნდა იქნას წარმოდგენილი რაიმე ელექტრონული ინფორმაციის მატარებლით, და თუ ის შეიცავს დანართში მითითებული სხვადასხვა ფაქტის თუ გარემოების მტკიცებულებას, ინფორმაცია უნდა განთავსდეს ციფრულ საქაღალდეებში და დაინომროს როგორც ციფრული დანართი. •განცხადების ყველა დანართი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (თუ კონვერთში შეუძლებელია მათი მოთავსება, მაშინ შესაბამისი ზომის და ფორმის პაკეტში ან კონტეინერში), რომელზეც მიტითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი გვარი, დანართის ნომერი (დანართი 1/ დანართი 2) და განმცხადებლის ხელმოწერა. განაცხადის წარდგენის წესი და ვადები: • განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. N22. • განცხადებები მიიღება: 2023 წლის 31 ივლისს და 1 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. • დაგვიანებით წარდგენილი განცხადებები არ მიღება. გადაწყვეტილების მიღების წესი: გადაწყვეტილების მიღება მოხდება თსსა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად. |