ENG


გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

19 / 07 / 2023

 
2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განხორციელებისთვის საჭიროა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველმა, ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გაიაროს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებული კონკურსი გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში 2023 წლის 29 აგვისტო 11:00სთ.  

გაეცანით დანარჩენ პროცედურებს:

მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge )
მობილობის მსურველად ონლაინ დარეგისტრირება ხდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  მიერ დადგენილ ვადებში (იხ. ვადები
www.emis.ge –ზე)  

ელექტრონულ პორტალზე; (  www.students.emis.ge ) რეგისტრაციის შემდეგ,
დიზაინის, სახვითი ხელოვნებისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელი სტუდენტები უნდა
მობრძანდეთ თსსა კანცელარიაში განცხადების ადგილზე დასაწერად 24-25 აგვისტო ქ. თბილისი ზუბალაშვილების ქ.N23 (მთაწმინდის რაიონის გამგეობის
პირდაპირ) აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  შეგახსენებთ, რომ გამოცდა ხატვაში, გამოცდა კომპოზიციაში ჩატარდება
2023წ 29 აგვისტოს 11:00 სთ.
 
მობილობის ვადები:
ა) აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის, დიზაინის ფაკულტეტისა და სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა.ა) გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია - 2023 წლის 24-25 აგვისტო;
ა.ბ) გამოცდა (შემოქმედებითი ტური ხატვაში) - 2023 წლის 29 აგვისტო;
ა.გ) სააპელაციო განცხადებების მიღება/განხილვა- 2023 წლის 31 აგვისტო;
ა.დ) შედეგების გამოქვეყნება/წარდგენა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში -2023 წლის 1 სექტემბერი;
ბ) აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტისა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბ.ა)გარე მობილობის მსურველ პირთა განცხადების მიღება/რეგისტრაცია, კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ დასკვნების მომზადება (შესაბამისობის დადგენა) - 2023 წლის 11-13 სექტემბერი;
ბ.ბ) გამოცდები სპეციალობაში- 2023 წლის 15 სექტემბერი;
ბ.გ) შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის 18 სექტემბერი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
 სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.
 პირადობის მოწმობის ასლი;
 წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
 უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სახელმწიფო გრანტი მიბმულია სტუდენტზე.
სტუდენს შეუძლია უარი თქვას მობილობაზე ბრძანების გამოცემამდე.

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფაკულტეტებზე გარე მობილობისათვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა და წინაპირობებიшаблоны для dle 11.2