ENG


თორნიკე ხადურის სოლო გამოფენა

21 / 07 / 2023

 
PROXY-ს გუნდი, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ პირველ შოუს - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, თორნიკე ხადურის მონაწილეობით. 2019 წელს თორნიკემ დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. ამჟამად, აგრძელებს მუშაობას აკადემიის დამოუკიდებელ სტუდიაში, „KVESKNELI”, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ახალგაზრდა და ნიჭიერ ხელოვანებს. როგორც PROXY-ს პლატფორმის ნაწილი, KVESKNELI წარმოადგენს შემოქმედებითი პროცესის განახლების და ინოვაციების მხარდამჭერს.
თორნიკე ხადური მუშაობს ფერწერის მიმართულებით. ის ქმნის სურათების მრავალფეროვან დიაპაზონს, რომელიც მოიცავს კაშკაშა პეიზაჟებს და ცოცხალ აბსტრაქციებს. თორნიკემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ჯგუფურ შოუში, მათ შორის:
Fest I Nova, "ხვალ ჯერ კიდევ არ მოვა", მარცხენა სანაპირო, 2023 წელი
Fest I Nova, "ლურჯის შებინდება", Fabrika, 2023 წელი
ბაზარი ორბელიანი, 2022 წელი
რია ქებურიას ფონდი, ღია სტუდიები, 2021 წელი
Proxy - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანაარსებული მულტიდისციპლინური პლატფორმაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მხატვრულ სფეროებს, კვლევებსა და კულტურულ ღონისძიებებს. 2024 წლის ოქტომბერში, პროქსის ფარგლებში დაგეგმილია სამი ძირითადი ღონისძიება: ფესტივალი, ფორუმი და არტ-ბაზარი. პროქსი მიზნად ისახავს, კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინსტიტუტებს, კერძო სექტორს და მხატვრულ ინიციატივებს. Proxy-ს მართავს კურატორების, ხელოვნების მენეჯერების და ექსპერტების საერთაშორისო გუნდი - ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან და მისი მთავარი მიზანია, ახალგაზრდა თაობის ხელოვანების ხილვადობის გაზრდა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფონიდან და გამოცდილებიდან ჩნდებიან. ის ქმნის ახალ ნარატივს, დამოუკიდებელს სივრცისგან, დროისა და პირადი ინტერესებისგან და მოქმედებს, როგორც შუამავალი პლატფორმა, ხელოვნებასა და მის მომხმარებლებს, ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ მოძრაობებს, კომერციალიზაციასა და ურბანიზაციას შორის.
PROXY მოქმედებს, როგორც გამჭვირვალე აგენტი კულტურულ ორგანიზმებსა და კერძო სფეროებს შორის და ცდილობს, უკვე დამკვიდრებული და ახალი ღირებულებების დაკავშირებას.
шаблоны для dle 11.2