ENG


სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მონაწილეობა ყირგიზეთის პლენერში

25 / 07 / 2023

 
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მონაწილეობა ყირგიზეთის პლენერში!
15-23 ივლისს, ფერწერის მიმართულების სტუდენტებმა: ნიკა ხაბელაშვილმა, ხატია მჭედლიშვილმა და ეკატერინე ბაბინიმ, მონაწილეობა მიიღეს ყირგიზეთში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო პლენერში "აღმოსავლეთის მზის პალიტრა" (ყირგიზეთის მხარის სრული დაფინანსებით). პლენერს ჰქონდა მომთაბარე ხასიათი - სტუდენტები ხატავდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე, Cholpon-Ata, Karakol Mountains, Zheti Oguz, Valley of Kaji-Saya. მათ ასევე მოინახულეს ბავშვთა სახლი "Iradze".
шаблоны для dle 11.2