ENG


ცხადდება კონკურსი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის!

1 / 08 / 2023

 
სამხატვრო აკადემიის თვითმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, ა.წ. 4 აგვისტოს გაიმართება გამოფენა “ეზოში ავი ძაღლია”, რომელშიც გაერთიანებული იქნება სამი სახელოვნებო უმაღლესი სსასწავლებელი:▫️თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ▫️თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ▫️თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი.
თბილისური ეზოს და თბილისური ტრადიციების კონცეფცია, გააერთიანებს ყველა მიმართულების სტუდენტს და საშუალებას მისცემს მათ, საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი შემოქმედება. საკონკურსო ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული თბილისური ეზოს იდეის გარშემო.
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა 2 აგვიტო, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Rati_tsiklauri@art.edu.ge  
ნამუშევრის ციფრულ ფორმატში შექმნის  შემთხვევაში გაითვალისწინეთ, ნამუშევრის ზომა უნდა იყოს A1 ფორმატი.


шаблоны для dle 11.2