ENG


ცხადდება პირველკურსელთა რეგისტრაცია!!!

7 / 09 / 2023

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იწყება
პირველკურსელთა რეგისტრაცია
13 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით
11:00 - 15:00 საათამდე..
მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22,
საკონტაქტო ტელეფონი: 595 021 541


აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის
მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული
თარგმანი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი). უცხოეთში
მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
4. 2 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
5. სწავლის პირველი სემესტრის (სწავლის წლიური, მთლიანი საფასურის (2250 ლარი) ნახევარი - 1125
ლარი) საფასურის გადახდის ქვითარი. 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტით
მოსარგებლეთა შემთხვევაში, აბიტურიენტი სწავლის საფასურს იხდის შესაბამისი პროცენტული
მაჩვენებლით (სემესტრში 70% → 337.50 ლარი და 50% → 562.50 ლარი).
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, (არ შესრულებია 18 წელი), სსიპ თბილისის
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ხელშეკრულებას აფორმებს
მისი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ან მისი მინდობილი პირი (მინდობილობა უნდა იყოს
სანოტარო წესით დამოწმებული).

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289
шаблоны для dle 11.2