|
6-12 სექტემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით, მიმდინარეობს საერთაშორისო ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში. ვორქშოფის თემა: მარილები და გარემო პირობების კვლევა-მონიტორინგი. ვორქშოფს ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად, ინგლისურ ენაზე უძღვებიან მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციების მეცნიერები. 6-7 სექტემბერი - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. |