|
6-12 სექტემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში - განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციაში, საერთაშორისო ვორქშოფი ჩატარდა. ვორქშოფის თემა იყო მარილები და გარემო პირობების კვლევა-მონიტორინგი. ვორქშოფს ადგილობრივ მეცნიერებთან ერთად, ინგლისურ ენაზე უძღვებოდნენ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციების მეცნიერები. 12 სექტემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ვორქშოფის დახურვის ღონისძიება. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. |