ENG


სტუდენტების ჯგუფური გამოფენა - “ქება სიმასხრისა: გატაცების, ჟინის და გაუჩინარების 22 იგავი“...

15 / 09 / 2023

 
კულტურის ქსელი „Survival Practix.20“ გიწვევთ ფრანკფურტის შტედელის ვიზუალური სკოლისა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ერთობლივ გამოფენაზე. ექსპოზიცია წარმოადგენს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ, ინსტიტუციური გაცვლის ინიციატივას, რომელიც მთლიანად მოიცავს აკადემიის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და დედაქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
კურატორი: მარიამ ჯანაშია
მონაწილე მხატვრები: არჰუნ აქსაკალი, ამანდა ასალი, დავით ბარნაბიშვილი, ალექსანდრე ბეგლარიშვილი, შარლოტე ბერგი, გაბი კატანი, თამარ ჩადუნელი, სემ კოტინგტონი, საბა დოლიკაშვილი, თორნიკე გოგნაძე, ლუის ჰეი, მარიამ ინაშვილი, ანანო ჯანაშია, ლიზა კვანტალიანი, ელენე ლაჭყეპიანი, იეშინ ლი, ლულუ ლაიკა რაუნ ლიპი, ვალანტან ნუჟაიმი, სალომე ფოცხვერაშვილი, დივია რაენდრა, ანკა სხირტლაძე, ალექს თეიკი.
გამოფენის გახსნა: 15 სექტემბერი, 20:00 საათი
მისამართი: ალ. გრიბოედოვის ქუჩა N22 - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზი.
шаблоны для dle 11.2