ENG


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - ესტონეთის ხელოვნების აკადემია (რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულება)

19 / 09 / 2023

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ესტონეთის ხელოვნების აკადემიაში.

შესარცევი კონკურსის პირველი ეტაპი და სტუდენტების ნომინაცია შედგება რესტავრაციის მიმართულებაზე.


წარსადგენი დოკუმეტაცია(ინგლისურ ენაზე)
- CV
- ნიშნების ფურცელი(ქართულ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი
- ინგლისური ენის სერთიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

საკონტაქტო პირი - მარიამ საღარაძე sagaradzemariam@gmail.com  - დედლაინი 2 ოქტომბერი, 2023

შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ესტონეთის ხელოვნების აკადემიის სააპლიკაციო პროცესი შემდეგ ბმულზე
აპლიკაციის შევსების დედლააინი - 15 ოქტომბერი, 2023
აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ერასმუს+პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში. შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე.
- ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი.
- ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ესტონეთში ჩასვლის შემდეგ.
  



шаблоны для dle 11.2