ამ პროექტის საფუძველს წარმოადგენს სამხატვრო აკადემიისა და პალმას ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლესი სკოლის პროფესორების Erasmus+ გაცვლითი სააწავლი პროგრამის დროს ჩატარებული ვორქშოფების მასალები. სასიხარულოა, რომ ქართველი პროფესორების სტატიები დაიბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი გამომცემლობის მიერ, როგორიცაა “ატლანტის პრესი"(,,ATLANTIS PRESS").
პროექტის ავტორები მიწვეულნი იყვნენ მაროკოში, ქ.მარაკეშში 2022 წლის ოქტომბერში კონფერენციაზე, სადაც საკონფერენციო დარბაზის ფოიეში ამ ერთობლივი პროექტის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, გამოფენილი იყო პროექტში მონაწილე ქართველი და ესპანელი პროფესორების მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული ვორქშოფ-გამოფენების შესახებ ფოტო-მასალა. სწორედ ერასმუსის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის 2022 წლის გამარჯვებული ამ ერთობლივი პროექტიდან (3 ქართველი და 3 ესპანელი პროფესორი) გამოქვეყნდა სტატიები “ატლანტის პრესს"-ში (ატლანტის ძირითადი მიღწევები სოციალურ, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მეცნიერებში). “ATLANTIS PRESS" (დაარსებულია 2006 წელს, პარიზში) არის გლობალური ღია ხელმისაწვდომობის გამომცემელი, რომლის მისიაა, მხარი დაუჭიროს სამეცნიერო, ტექნკური და სამედიცინო (STM) შინაარსის კვლევების წინსვლას, ცოდნის უფრო ეფექტურად გავრცელებასა და გაცვლას მსოფლიოში, როგორც მკვლევარი, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის.