ENG


მობილობის შესარჩევი კონკურსი - ესტონეთის ხელოვნების აკადემია (რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულება)

29 / 09 / 2023

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის   (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, ესტონეთის  ხელოვნების აკადემიაში.
შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი, და სტუდენტების ნომინირება  შედგება რესტავრაციის მიმართულებაზე. 
წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 ·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

საკონტაქტო პირი მარიამ საღარაძე  sagaradzemariam@gmail.com  - დედლაინი 2 ოქტომბერი, 2023
შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, ნომინირებული სტუდენტებმა უნდა გაიარონ  ესტონეთის ხელოვნების აკადემიის სააპლიკაციო პროცესი,   შემდეგ  ბმულზე:    https://mobility.artun.ee/ 
აპლიკაციის შევსების დედლაინი-15 ოქტომბერი, 2023.
 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ესტონეთში ჩასვლის შემდეგ.



шаблоны для dle 11.2