|
2023 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი იწყება! 2 ოქტომბერს გელოდებით ყველას 14:00 სთ - პირველკურსელების შეხვედრა ფაკულტეტების დეკანატებში! 15:00 სთ - პირველკურსელების შეხვედრა სამხატვრო აკადემიის რექტორთან და ფაკულტეტების დეკანებთან. (სააქტო დარბაზი); სამხატვრო აკადემიის სხვადასხვა სივრცეში დაგხვდებათ: 16:00 სთ - ფესტივალის „არტისტერიუმი 16“ გახსნა გამოფენით „არანაირი კომპრომისი“! (ხატვის სტუდიები, I სართული). 16:00 სთ - ფესტივალის „FEST I NOVA“ დახურვა შოუთი - „ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა“; (სამხატვრო აკადემიის ბუფეტის სივრცე). 19:00 სთ - დიზაინის ფაკულტეტის, მოდის დიზაინის მიმართულების კურსდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრების წარდგენა მოდების ჩვენების ფორმატით. შოუს წარმოადგენენ სააგენტო „ნატალის“ მოდელები. (სამხატვრო აკადემიის სარკეებიანი დარბაზები). მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 |