ENG


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია

4 / 10 / 2023

 
სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი -  პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემია, Academy of Fine Arts, Gdańsk
   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის   ფერწერის    მიმართულების სტუდენტებისთვის
 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა    სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის    მიმართულების,    საბაკალავრო საფეხურის    სტუდენტებისთვის -1 ადგილი, 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი -  პოლონეთის, გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში  

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების   ფაკულტეტის დეკანს,  ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებების ხელმძღვანელებს     და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         პორტფოლიო,
.          CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 20 ოქტომბერი, 2023
 
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:    
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2