ENG


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - ტარტუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის არტ კოლეჯი

4 / 10 / 2023

 
სტუდენტთა ერასმუსმობილობის შესარჩევი კონკურსი -    ტარტუს Pallas გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის   არტ კოლეჯი -     რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა      რესტავრაციის მიმართულების, საბაკალავრო საფეხურის    სტუდენტებისთვის - 1 ადგილი, 2024  წლის შემოდგომის სემესტრისთვის,    ტარტუს Pallas გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის   არტ კოლეჯში

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,     რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

.          CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 20 ოქტომბერი, 2023
 
საკონტაქტო პირი:
ასმათ ტყეშელაშვილი, 598585598, tkeshelashvilia@gmail.com 
 

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:    
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2