ENG


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - ჩეხეთის, პრაღის სასცენო ხელოვნების აკადემია

4 / 10 / 2023

 
სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი -  ჩეხეთის, პრაღის  სასცენო ხელოვნების აკადემია- კინო და ტელე სკოლა Chzech republic, Academy of Performing arts- in Prague- Cinema and TV  school, FAMU      
 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   მედია ხელოვნების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის  (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - ჩეხეთის, პრაღის  სასცენო ხელოვნების აკადემიაში

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         პორტფოლიო,
.          CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 20 ოქტომბერი, 2023
 
გთხოვთ მიმართოთ:  
ნანა იაშვილი nana.iashvili@art.edu.ge 
ნინო რიგვავა ninorigvava99@gmail.com  598323474
               nino_rigvava@art.edu.ge
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:    
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2