ENG


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

4 / 10 / 2023

 
სტუდენტთა ერასმუსმობილობის შესარჩევი კონკურსი - გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - არქიტექტურის ფაკულტეტი
 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის,   სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz: https://www.fh-joanneum.at/architektur/master/en/ 
(საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის მობილობა  მხოლოდ იმ შემთხვევაში   განიხილება თუ სტუდენტი ფლობს გერმანული ენის საერთაშორსიო სერტიფიკატს, დონე B2 )
 
წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 ·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
. არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის  მიერ გაცემული რეკომენდაციის წერილი
 
აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ არქიტექტურის  ფაკულტეტის დეკანატში
 
დედლაინი: 25 ოქტომბერი, 2023  
 
საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, nestan.tsiklauri@art.edu.ge

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში  ჩასვლის შემდეგ.

ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში  ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2