ENG


სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი - გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - მედია ხელოვნება

16 / 10 / 2023

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz, მედია/დიზაინის   დეპარტამენტის საინფორმაციო დიზაინის მიმართულებაზე: https://www.fh-joanneum.at/informationsdesign/bachelor/en/ 

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 ·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ
. არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორის  მიერ გაცემული რეკომენდაციის წერილი
 
აპლიკანტმა სტუდენტებმა, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ მედია ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანატში
 
დედლაინი: 25 ოქტომბერი, 2023  
 
საკონტაქტო პირი: ნინო რიგვავა    <ninorigvava99@gmail.com>     598323474

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში  ჩასვლის შემდეგ.
.  ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში  ჩასვლის შემდეგ.

шаблоны для dle 11.2