|
პროგრამის მიზანია საჯარო/საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაზე კონკურსი მეორედ ცხადდება. საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაციის პერიოდია 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. პროგრამის განხორცილების ვადაა 2024 წლის 1 სექტემბრამდე. ვიზიტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის პერიოდით. საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე iec.gov.ge
|