ENG


საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა

20 / 10 / 2023

 

საქართველოს ბანკის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის!


ცხადდება საკონკურსო რეგისტრაცია, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - არქიტექტურის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენებისათვის!


რეიტინგით გამოვლენილი მაღალი მოსწრების მქონე 5 (ხუთი) სტუდენტი, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდება 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიით!


თუ ხარ საქართველოს მოქალაქე

თუ ხარ სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის, ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი

თუ გაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA);


 შენ გეძლევა შანსი, მიიღო საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდია!

 სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან სრულ დაფინანსებას!

 

კანდიდატთა შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

1. ონლაინ რეგისტრაცია სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდზე;

2. გასაუბრება ფაკულტეტის საბჭოსთან და საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან და პორტფოლიოს წარდგენა (გასაუბრების კრიტერიუმები: მიზნები, პერსონალური მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი);


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა


განაცხადების მიღება: 20 ოქტომბერი  / 20 ნოემბერი, 2023

დაჯილდოვება: 15 დეკემბერი, 2023

მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია!

გისურვებთ წარმატებას!


шаблоны для dle 11.2