ENG


პოლონური ფონდის და პაველ დობრზიცკის ვიზიტი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

27 / 11 / 2023

 
პოლონური ფონდის „Plac Teatralny” და პაველ დობრზიცკის ვიზიტი  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 
სამხატვრო აკადემიას ეწვია პოლონური ფონდის „Plac Teatralny” და პოლონეთის სხვადასხვა თეატრების წარმომადგენლების ჯგუფი: ვარშავის თეატრის აკადემიის პროფესორი, პაველ დობრზიცკი - ვარშავის სახვითი ხელოვნების აკადემიის სცენოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი. პოლონეთის დელეგაცია შეხვდა აკადემიის რექტორს, პროფესორ ყარამან ქუთათელაძეს, საერთაშორისო სამსახურის, თეატრის მხატვრობის მიმართულების და თბილისის თეატრალური ბიენალეს წარმომადგენლებს.
პოლონეთის დელეგაციის წევრები:
თორნიკე ცირეკიძე- საქართველოს ახალგაზრდა ელჩი პოლონეთის
რესპუბლიკაში. მარიუშ მაშკიევიჩი- პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბენიამინ ბუკოვსკი - კრაკოვის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, იან ტომაშევიჩი - იულიუს ოსტერვის სახელობის თეატრის დირექტორი, გორზოვ ვილკოპოლსკში. ასევე, ბეატა შჩუჩინსკა - ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის სახელობის
თეატრალური აკადემიის კანცლერი.
აგნიესკა ზაიკ ტვოროვსკა - ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის სახელობის
თეატრალური აკადემიის ვიცე კანცლერი,
ანა ალბინგერი - გდანსკის შექსპირის ფესტივლის მხატვრული ღონისძიებების
კოორდინატორი და ფილიპ ფრატჩაკი - "Plac Teatralny" ფონდის მმართველი საბჭოს პრეზიდენტი.
шаблоны для dle 11.2