ENG


თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ჯგუფის ერასმუს მობილობის კონკურსი, ბრატისლავა, სლოვაკეთი

11 / 12 / 2023

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთ-კვირიანი, ჯგუფური ერასმუს  მობილობის (ინტენსიური სასწავლო კურსი და ვორქშოფი- BIP)  შესარჩევი კონკურსი     თსსა  სახვითი  ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ( 2 - 2 საკონკურსო ადგილი),  2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში, სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში -  Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).
ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი თამაზ ვარვარიძე, გრაფიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
ერთობლივი სასწავლო კურსი და ვორქშოფი განხორციელდება ბრატისლავას აკადემიის  ფერწერის დეპარტამენტის  ხელმძღვანელთან, პროფესორ  Rasto Sedlacik-თან  კოლაბორაციაში, სლოვაკი სტუდენტების ჩართულობით.
 
გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
·         სტუდენტის ხელმძღვანელი პროფესორის რეკომენდაცია 
·         განცხადება  კანცელარიაში

დედლაინი: 20 იანვარი, 2024
საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნატა ნიკოლეიშვილი  - nata.nikoleishvili@art.edu.ge,    593 799 960 

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·        ფაკულტეტების კომისიების მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი სლოვაკეთში ჩასვლის შემდეგ
шаблоны для dle 11.2