8 დეკემბერს, „უწყვეტი განათლების“ პროექტის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტს ეწვია 146-ე საჯარო სკოლის, XI-ე კლასის მოსწავლეთა ჯგუფი, პედაგოგ თინათინ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტული სწავლების ფარგლებში, მოხდა სკოლის მოსწავლეების ინტეგრირება საბაკალავრო საფეხურის - ინტერიერის მიმართულების სტუდიაში, სადაც ვორქშოფი გამართა ასისტენტ-პროფესორმა, ნათია ქოიავამ. პედაგოგებმა - გია კარტოზიამ და ირინა ცინცაძემ, ზოგადი მიმოხილვით გააცნეს მოსწავლეებს ინტერიერის მიმართულების სპეციფიკა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ფაკულტეტმა სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრა არქიტექტორ ვანო ჩხენკელის საავტორო სახელმძღვანელო „კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ასევე სამხატვრო აკადემიის სამუზეუმო სივრცეები.