ENG


ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით გამართული საინფორმაციო შეხვედრა

12 / 12 / 2023

 
11 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით, მოხალისეთა რეკრუტირების პროგრამის ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორატის წარმომადგენლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. მოხალისეთა ორგანიზაციის წესდების, მიზნების, ამოცანების, კონცეფციისა და დანიშნულების დამსწრეთათვის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებმა მოხალისეთა ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილიც გამოთქვეს. ხელი მოეწერა ასევე, ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
шаблоны для dle 11.2