ENG


საქართველოს მხატვართა გილდიის ვებ-გვერდის პრეზენტაცია

12 / 12 / 2023

 
2023 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზში, ჩატარდება საქართველოს მხატვართა გილდიის ვებ-გვერდის პრეზენტაცია. მხატვართა გილდიის (ე.წ. ციფრული „მხატვართა კავშირი“) ყველა აქტივობა - საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, გამოფენები, კონკურსები და მრავალი სხვა, ასახულია მხატვართა გილდიის ვებ-გვერდზე. www.artguild.club
პრეზენტაციის მიზანია, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები გაეცნონ მხატვართა გილდიის აქტივობებს და შეთავაზებებს - გილდიაში სამომავლოდ გაწევრიანების მიზნით. პრეზენტაციას ჩაატარებს მხატვართა გილდიის თავმჯდომარე, მხატვარი გიორგი გუგუშვილი
шаблоны для dle 11.2