|
დიზაინის ფაკულტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ჯგუფმა, 2023 წლის 4-8 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო ავსტრიის - ქ. ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინ-კვირეულში, სამხატვრო აკადემიასა და ზალცბურგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ერასმუს ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში. საერთაშორისო დიზაინ-კვირეულში მონაწილეობდა ხუთი უნივერსიტეტი: - ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - ავსტრია; - შტუტგარტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - გერმანია; - ბრნოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ჩეხეთი; - სტამბულის ბაჰეჩესირის უნივერსიტეტი - თურქეთი; - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - საქართველო. სამხატვრო აკადემიიდან დიზაინის კვირეულში მონაწილეობდა ორი პროფესორი - ასოცირებული პროფესორი სვეტლანა მხჩიანი (სამრეწველო დიზაინი) და ასოცირებული პროფესორი ეკა სარიშვილი (ავეჯის დიზაინი) და ცხრა სტუდენტი - სამრეწველო დიზაინიდან: ნიკა ალანია, მარიამ ცაგარეიშვილი, ანა სიჭინავა, ალექსანდრე მეტრეველი. ავეჯის დიზაინიდან: ნინო გარსევანიძე, ანა ნიკოლეიშვილი, სალომე პატაშური. ტექსტილის დიზაინიდან: ანა კუნელაშვილი, მარიამ ამაშუკელი. კვირეულის ვორქშოპის თემა იყო „საგანმანათლებლო სივრცის მოწყობის დიზაინი“. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. ორგანიზატორების მიერ გამოითქვა წინადადება, 2025 წელს, ანალოგიური საერთაშორისო პროექტის საქართველოში ჩატარების შესახებ და დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა. |