ENG


“ხელოვნური ინტელექტი - განვრცობა კულტურაში”

22 / 12 / 2023

 
20 დეკემბერი/“ხელოვნური ინტელექტი - განვრცობა კულტურაში”.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც განხორციელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე” ფარგლებში. 
სპიკერები:
▫️თამთა თამარ შავგულიძე - პროექტის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ პროფესორი;
▫️ირინა ცაგარეიშვილი - არტ-ჰაკათონის მენეჯერი;
▫️დავით ჩეჩელაშვილი - ამერიკაში ბაზირებული ტექ ენტერპრენერი, იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში 5 გლობალური სტარტაპის თანა-დამფუძნებელი, პროექტის “ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე” გუნდის წევრი;
▫️ლელა ფირალიშვილი - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
▫️თეონა ბებია - სამართალმცოდნე, ლიცენზირების და პატენტირების სპეციალისტი, პროექტის “ხელოვნებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე” კოორდინატორი;
▫️ლანა ქარაია - ხელოვნებათმცოდნე, მუზეოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი;
▫️ქრისტინე დარჩია -  ხელოვნებათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი
шаблоны для dle 11.2