ENG


სტუდენტების საყურადღებოდ!!!

22 / 12 / 2023

 
29 დეკემბერს, 12:00-18:00 სთ, სამხატვრო აკადემიის ეზოში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, იგეგმება ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა. გამოფენა-გაყიდვაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ყველა ფაკულტეტიდან.
გამოფენა -გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად დაეკონტაქტეთ - https://www.facebook.com/amethyst12232?mibextid=LQQJ4d საკონტაქტო ნომერი: 568690671
19:00 საათიდან, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, საახალწლო ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ კონსერვატორიის სტუდენტები. გთხოვთ, მობრძანდეთ საკარნავალო კოსტიუმებით.
21:00 საათიდან კი, ეზოში დაუკრავს Dj Hedgehogwah & GURO.
მსურველებს გთხოვთ, 26 დეკემბრამდე დაამზადოთ საახალწლო დეკორაციები დარბაზისთვის და ეზოსთვის. სამი საუკეთესო დეკორაციის ავტორი დასაჩუქრდება. დეკორაციები წარმოადგინეთ სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობის ოთახში. ▫️ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს: მარიამ შიოშვილი - 599462415 https://www.facebook.com/mari.shioshvili.71?mibextid=LQQJ4d
ნამუშევარს აუცილებლად დაურთეთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი!
шаблоны для dle 11.2