2016 წლის თბილისის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ქსელს კიდევ ერთი, ფაბლაბი შეემატა სამხატვრო აკადემიის სივრცის სახით.
სამხატრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილია 3D პირნტერით, ლაზერული მჭრელით, პროგრამირებადი ჩარხით და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ასევე ფაბლაბში იქმნება Co-Working Space-საერთო სამუშაო სივრცე. ლაბორატორია სტუდენტებს, ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირების საშუალებას აძლევს.
ლაზერულიმჭრელი:
3-5 მმ.სისქის ფანერის, ხის ტყავის, ტექსტილის და პლასტიკური მასალების ფიგურული ჭრა და გრავირება.
(CNC) პროგრამირებადი ჩარხი:
ხის, ლითონის ან პლასტიკური მასალის 3D-ში აგებული ფორმის გამოჩარხვა. (30სმ X 30სმ).
3D პრინტერი:
პლასმასისაგან 3D-ში აგებული ნებისმიერი ფორმის ჩამოსხმა (დაბეჭვდვა).
3 D სკანერი :
სივრცითი ობიექტისგან 3D მოდელის შესაქმნელად.
თერმო გადატანის აპარატი:
მაისურზე, კეპებზე და ჭიქებზე ფერადი გამოსახულების გადამყვანი.
ნაჭერზე საქარგი მანქანა:
სხვადასხვა ფორმის და ზომის ფერადი ნაქარგების დამზადება.
ვაკუუმ ფორმირების აპარატი:
ნებისმიერი ობიექტის პლასმასის ყალიბის ან დეკორატიული ფორმის მისაღებად.(40X30X17)
ხის სახარატო დაზგა:
ხისგან ნებისმიერი ბრუნვის ზედაპირის მისაღებად: (რიკულებიდასხვანაკეთობები.)
ხელის სხვადასხვა ელექტრომოწყობილობები:
ელექტრობურღი, სახრახნისი, ხერხი, ფრეზი და გასაპრიალებელი .
პლოტერი :
ბანერების საბეჭდი მოწყობილება
სამხატვრო აკადემიის ფაბლაბი გაძლევთ საშუალებას გაიაროთ უფასო ტრენინგი, შეისწავლოთ დანადგარებზე მუშაობა და მიიღოთ სერტიფიკატი
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფაბლაბის ოფიცილურ გვერდს шаблоны для dle 11.2