9 ნოემბერს, ავსტრიის, გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან წარმატებული ერასმუს+თანამშრომლობის პროგრამის მეორე ეტაპზე, თსს აკადემიას ეწვია გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - FH JOANNEUM University of Applied Sciences, არქიტექტურის ინსტიტუტის პრეზიდენტი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი Wolfgang Schmied, რომელმაც არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაატარა ლექცია თემაზე "არქიტექტურის სწავლების მეთოდოლოგია გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში" და "თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ისტორიულ ქალაქ გრაცში". შედგა მოლაპარაკება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესახებ ერასმუს+პროგრამის შემდგომ ეტაპებზე.шаблоны для dle 11.2
|