ENG

სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის ოქტომბერში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას, საძირკველის და კონსტრუქციების გამაგრებას და მდიდრულად შემკული ინტერიერის რესტავრაცია-კონსერვაციას. ამავე დროს, გათვალისწინებულია სასწავლო და შემოქმედებითი პროცესისთვის, სასწავლო რესურსებისა და სამუზეუმო ფონდისთვის აუცილებელი სათავსების შექმნა.


პირველ ეტაპზე ჩატარდა შენობის გამაგრებითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპი ამავე შენობის სტრუქტურის აღდგენას და ისტორიული დარბაზებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გულისხმობს.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე სრულად გარემონტდა ყიფშიძის 34 ნომერში მდებარე აკადემიის კორპუსი, სადაც სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.


რესტავრაცია/კონსერვაციაზე მუშაობენ სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია,
ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.


რეაბილიტაციის პროცესი სრულად დააფინანსა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პროცესი 2018 წელს დასრულდება.

шаблоны для dle 11.2