4-10 დეკემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის და ფლორენციის უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოფი: “ისტორიული ქალაქი და თანამედროვე ვიზუალური კომინუკაცია”. ვორქშოფი ჩაატარეს მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორმა ნანა იაშვილმა, რუსუდან ერისთავმა და ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა პაოლა პუმამ. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს თსს აკადემიის მედიახელოვნების მაგისტრატურის სტუდენტებმა და ფლორენციის უნივერსიტეტის, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებმა.
шаблоны для dle 11.2