ENG


ნათია წულუკიძის პროექტის „ფოტოგრაფიის ისტორია და თეორია“ პრეზენტაცია

25 / 12 / 2017

 
ნათია წულუკიძის პროექტის „ფოტოგრაფიის ისტორია და თეორია“ პრეზენტაცია

27 დეკემბერი, 16:00 სთ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, აუდიტორია 306

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიეროფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის
გაღრმავების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევა მოიცავს როგორცქართული, ასევე მსოფლიო ფოტოგრაფიისისტორიას პირველი ფოტოდან უახლეს ფოტოგრაფიულ მიმართულებამდე, განხილულია განვითარების ძირითადი ეტაპები, მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. 
თეორიული ნაწილში მოცემულია მსჯელობა ფოტოგრაფიის ბუნებისა და არსის შესახებ: რას წარმოადგენს ფოტოგრაფიული დისკურსი, როგორ ხდებოდა მისი ჩამოყალიბება, განვითარება და ტრანსფორმაცია. გაანალიზებულია ფოტოგრაფიული გამოსახულების მნიშვნელობა და როლი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ფორმირებაში. 
კვლევა განკუთვნილია ვიზუალური ხელოვნებით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისათვის: ფოტოგრაფებისა და ფოტომოყვარულებისათვის, ხელოვნებათმცოდნეებისათვის, ჟურნალისტებისა და მედიასფეროში მომუშავე პროფესიონალებისათვის, სტუდენტებისათვის, რომელთა სასწავლო პროგრამა მოიცავს საგანს - ფოტოგრაფიის ისტორია და თეორია.
კვლევა წარმოადგენს ფოტოგრაფიის ისტორიისა და თეორიის სფეროში ქართულ ენაზე განხორციელებულ პირველ სამეცნიერო ნაშრომს. რაც, ვფიქრობთ, მყარ საფუძველს შექმნის ფოტოგრაფიის თეორიული შესწავლისა და სახელოვნებათმცოდნეო კვლევის განვითარებისათვის საქართველოში.шаблоны для dle 11.2