|
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის მსურველთა საყურადრებოდ!! გაეცანით გარე მობილობის ჩატერების პროცედურას და რეგისტრაციისა და გამოცდებიის ვადებს. ბრძანება N 1ს/ხ 2017-18 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობის ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით მობილობის პროცედურა 1.გარე მობილობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (http://eqe.ge/geo/news/show/53/1911); 2.გარე მობილობის მსურველი ვალდებულია განცხადებით მიმართოს თსსა რექტორს, განცხადებაში მიუთითებს სასურველ პროგრამას. განცხადებას დანართის სახით უნდა ერთვოდეს ამონაწერი სასწავლო ბარათიდან, აღებული კრედიტებისა და შეფასებების მითითებით; 3.წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე ფაკულტეტი ახდენს სტუდენტის მიერ დაძლეული კრედიტების აღიარებას; 4.მობილობის მსურველი გადის თსსა-ს ფაკულტეტების მიერ მიღების წინაპირობად განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდებს; 5.გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მობილობის მსურველ სტუდენტთან ფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით სტუდენტი ადასტურებს, რომ თანახმაა სწავლა გააგრძელოს თსსა-ს მიერ შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად; 6.გარე მობილობის მსურველი მოიპოვებს თსსა-ში ჩარიცხვის უფლებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მის ჩარიცხვაზე გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში; 7.მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე რექტორი გამოსცემს ბრძანებას; 8. გარე მობილობის მსურველი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ქონის შემთხვევაში წარმოადგენს ცნობას აღნიშნული სასწავლო გრანტის შესახებ. იხილეთ მიმაგრებული PDF ფაილი |