|
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ცხადდება 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა. გთხოვთ გაეცანით შიდა მობილობის სარგებლობისთვის გასავლელ ეტაპებს, ვადებსა და ფაკულტეტების მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს. მობილობის პროცედურა 1. შიდა მობილობის მსურველი ვალდებულია განცხადებით მიმართოს თსსა ფაკულტეტის დეკანს, განცხადებაში უნდა მიუთითოს სასურველი პროგრამა. განცხადებას დანართის სახით უნდა ერთვოდეს ამონაწერი სასწავლო ბარათიდან, აღებული კრედიტებისა და შეფასებების მითითებით; 2. წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე ფაკულტეტი ახდენს სტუდენტის მიერ დაძლეული კრედიტების აღიარებას; 3. მობილობის მსურველი გადის თსსა-ს ფაკულტეტების მიერ მიღების წინაპირობად განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდებს; 4. გამოცდების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მობილობის მსურველ სტუდენტთან ფორმდება ხელშეკრულება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით სტუდენტი ადასტურებს, რომ თანახმაა სწავლა გააგრძელოს თსსა-ს მიერ შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად; 5. მობილობით სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე რექტორი გამოსცემს ბრძანებას; იხილეთ PDF ფაილები: ვაკანტური ადგილები შიდა მობილობის ვადები |