ENG


საკონსულტაციო შეხვედრა თსს აკადემიის სამეცნიერო, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

22 / 02 / 2018

 
2018 წლის 1 მარტს, ხუთშაბათს, 4 საათზე თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის 306 აუდიტორიაში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური ატარებს საკონსულტაციო შეხვედრას თსს აკადემიის სამეცნიერო, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური გააცნობს მეცნიერებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დანერილი გრანტების მენეჯმენტის ახალ ელექტრონულ სისტემა GMUS-ს.

ყველა აქტიური მეცნიერისათვის GMUS სისტემაში დარეგისტრირება სავალდებულოა, რათა შემდგომში მათ შეძლონ მონაწილეობა მიიღონ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში.

შეხვედრისას დეტალურად იქნება განხილული თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს მეცნიერი, რა ინფორმაცია უნდა შეიტანოს სისტემაში, რა ვადებში და სხვ.
შეხვედრასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლვებისა და განვითარების სამსახურს. 
საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე; ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.geшаблоны для dle 11.2