|
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია: ა) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას; ბ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას); გ) სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას; დ) საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას; ე) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას. 2018 წლის კონკურსზე უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ პროექტებს. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია: ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან, ან თემატურად: ქართული მეცნიერება ღვინის შესახებ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებული კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება - 2018 წლის 22 თებერვალი; ჯგუფური კონსულტაცია №1 -2018 წლის 12 მარტი; ჯგუფური კონსულტაცია №2- 2018 წლის 20 მარტი; შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2018 წლის 26 მარტი პროექტების გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (Grant Management Uunified System - GMUS) ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 მარტიდან 28 მარტის 16:00 საათამდე; ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 29 მარტი 16:00 საათი; კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - აპრილი - მაისი. კონკურსზე პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია კონკურსის გამოცხადების გვერდზე განთავსდება 2018 წლის 15 მარტამდე ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ფონდის ვებ გვერდზე: http://rustaveli.org.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%…/…/1901 ინდივიდუალური კონკულტაციებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა დ აგანვითარების სამსახურს. საკონტაქტო პირი: ქეთევან ცეცხლაძე ელ-ფოსტა: ketevan.tsetskhladze@art.edu.ge |