|
კონფერენციის და გამოფენის ფარგლებში გამოიცა თეზისების კრებული, დაიბეჭდა საკონფერენციო მასალა და გამოფენის პლაკატები. კონფერენციას და გამოფენას ესწრებოდნენ საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრები და მომხსენებელები. გობელენისადამხატვრულიტექსტილისმუზეუმისსაგამოფენოდარბაზშიმოეწყო მარიამშაქარაშვილის,დავითგოცირიძისდასალომეელანიძისჯგუფურიგამოფენა. კონფერენციის საორგანიზაციო კომტეტი მასპინძელი ორგანიზაციების გარდა შედგებოდა სამი ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, მათ შორის: ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია) სპლიტის უნივერსიტეტი (ხორვატია), რიეკას უნივერსიტეტი (ხორვატია), ბელგრადის უნივერსიტეტი ( სერბეთი) ქართველ მომხსენებლებთან ერთად კონფერენციაზე წარდგნენ აშშ, გერმანიის, დანიის, თურქეთის, ლატვიის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ხორვატიის და საბერძნეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია კონფერენციის ოფიცალურ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში. http://phdconference2014.wixsite.com/dmr-ljubljana https://www.facebook.com/InternationalPhDConference/ |