|
კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 3000 ლარი.(კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის ჩათვლით). კონკურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევი კონკურსის შესახებ. განმცხადებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი კონკურსის ტიპი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს: წარმოადგენს ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში. კონკურსის პირობები: კონკურსანტს მოეთხოვება მონეტის დიზაინის ესკიზის (ესკიზების)მომზადება, საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 2018 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით. დილის 10:00 საათიდან-18:00 საათამდე. შემდეგ მისამართზე : ქ. თბილისი 0114, სანაპიროს ქ.# 2 საქართველოს ეროვნული ბანკი. საკონკურსო ესკიზების განხილვისა და გამარჯვებულის გამოვლენის ვადები: საკონკურსო ესკიზების განხილვა და გამარჯვებული ესკიზის გამოვლენა მოხდება არაუგვიანეს 30 აპრილისა. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ფაილი. |