ENG


აბიტურიენტების საყურადღებოდ! ღია კარის დღეები

13 / 04 / 2018

 
2018 წლის მისაღები გამოცდებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მარტიდან მაისის ჩათვლით ჩაატარებს აბიტურიენტთათვის ღია კარის დღეებს. აბიტურიენტებთან შეხვედრებს წარმართავენ ფაკულტეტის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება თვითოეულ ფაკულტეტთან დამოუკიდებლად, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სასწავლო პროგრამებს, მოინახულონ სასწავლო სტუდიები და გაესაუბრონ პროფესორ/მასწავლებლებს.
 
ფაკულტეტებთან შეხვედრების განრიგი:
 
არქიტექტურა - პარასკეობით 14:00 საათზე (13 აპრილი, 27 აპრილი, 4 მაისი, 11 მაისი, ) მე-7 სართული აუდიტორია N708
მედიახელოვნება - სამშაბათობით  15:00 საათზე (27 მარტი, 17 აპრილი, 8 მაისი, 22 მაისი) მე-4 სართული.
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის  ფაკულტეტი - ორშაბათობით 15:00 (2 აპრილი, 23 აპრილი, 14 მაისი, 28 მაისი) მე-3 სართული აუდიტორია N306.
დიზაინი -  4 აპრილი, 18 აპრილი, 7 მაისი 14:00 საათი მე-2 სართული აუდიტორია N209.
სახვითი ხელოვნება -  ოთხშაბათობით 15 საათზე (11 აპრილი, 25 აპრილი, 23 მაისი, 30 მაისი) მე-2 სართული აუდიტორია N213
 
მისამართი
თბილისი, ზუბალაშვილის ქ. N47
 
ცხელი ხაზი:
2 93 68 89шаблоны для dle 11.2