|
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მერვე ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, (GPA-მინიმუმ 3.0 ) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირებს,რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი. თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ სტაჟირების პროგრამაში, 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, დეკანატში დააფიქსირეთ თქვენი თანხმობა ხელმოწერით. |