|
საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და, ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე ცალკე მიმართულებად წარდგება 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობისგამოცხადების წინა პერიოდთან და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: · საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში (სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდი, ამიერკავკასიის სეიმი, ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკები, საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში). · არქივთმცოდნეობა · წყაროთმცოდნეობა · სიძველეთმცოდნეობა · ისტორია/ხელოვნების ისტორია/ ეთნოგრაფია · ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია) · პოლიტიკური მეცნიერებები და სამართალი · რესტავრაცია-კონსერვაცია · ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები · კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი · კულტურათაშორისი კომუნიკაციები · კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამები (ინფორმაციული ლექციები, ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს. თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 500). თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება დაიგზავნება 14 ივლისს. საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე კონფერენციაზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთhttp://www.archives.gov.ge/ge/conference |