|
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 24-27 სექტემბერს CECA-ს (ICOM-ის სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო კომიტეტი) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თანამშრომლობით ჩატარდება CECA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველსა და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის". დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თემატიკისა და მონაწილეობის შესახებ იხილეთ დანართში. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური ვორქშოპები სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების თემებზე. მოხსენებების ფორმატი:
თეზისები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ceca2018.ge კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, ესპანური, ქართული კონფერენციაში მონაწილეობის პირობები: მოხსენებების თეზისების დამტკიცების შემდეგ თითოეული მონაწილე გაივლის ონლაინ-რეგისტრაციას და გადაიხდის სარეგისტრაციო თანხას. კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს კონფერენციის ყველა სესიაზე დასწრებას, კონფერენციის სამუშაო პაკეტის მიღებას, თეზისების დაბეჭდვას, ვორქშოპებში მონაწილეობას (შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე); ყავა/ჩაი/ლანჩი. დეტალური ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციის, კონფერენციის სესიებისა და ვორქშოპების შესახებ განთავსდება აპრილში კონფერენციის ვებ-გვერდზე: www.ceca2018.ge |