ENG


მიხეილ გიორგაძის და მარიამ ჯაშის ვიზიტი აკადემიაში

17 / 04 / 2018

 
16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიას ეწვივნენ, დაათვალიერეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და შეხვდნენ სტუდენტებს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქ. N-22- ში მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის დასრულდა კონსტრუქციული გამაგრება, დასრულდა შენობის გადახურვა, მოწესრიგდა დასავლეთი და ჩრდილოეთი (გრიბოედოვის.ქ) ფასადები. მოხდა შენობის გადაგეგმარება, შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლური დარბაზების რესტავრაცია-კონსერვაცია, ეზოსა და ეზოს ფასადის რეაბილიტაცია და კომუნიკაციების გაყვანა. რეაბილიტაციის პროცესი სრულად დააფინანსა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება.шаблоны для dle 11.2