ENG


პეტროფიზიკის კურსი შვეიცარიელი პროფესორების ხელმძღვანელობით

18 / 04 / 2018

 
11-20 აპრილის ჩათვლით, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაულტეტზე (თაბუკაშვილის N5-ში მდებარე სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიაში) ტარდება პეტროფიზიკის კურსი, შვეიცარიიდან მოწვეული პროფესორების ქრისტინე ბლაუერისა და ბენედიქტ როსეტის ხელმძღვანელობით (http://www.conservation-science.ch/1-2-home.html).კურსი შედგება თეორიული ლექციებისა და ლაბორატორიული სამუშაობისგან. 12 აპრილს, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი თემაზე: Seminar on the State of the Art of Green Conservation and presentation of the product YOCOCU (http://www.yococu.com/) Green Rescue substitutive of methyl ketone for the removal of varnishes aged by mobile paintings). პრეზენტაციის ავტორები: ანდრეა მაკია (YOCOCU-ს დამაარსებელი და პრეზიდენტი), მაურო ლა რუსა (კალაბრიის უნივერსიტეტი) და ალვარო ჰიგუერას (YOCOCU-ს სამეცნიერო კომიტეტის წევრი).шаблоны для dle 11.2