|
15 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით - რაინჰართ ბიუთნერის ვორქშოფი ობსერვატორია / OBSERVATORY რაინჰართ ბიუთნერი - გერმანელი ხელოვანი, თეორეტიკოსი და ფსიქოლოგი, მრავალი საერთაშორისო პროექტისა და პუბლიკაციის ავტორი, ჩაატარებს ვორქშოფს (თეორია და პრაქტიკა) თსს აკადემიის სტუდენტებისთვის. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა ფაკულტეტისა და ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს. აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა! ვორქშოფის თემა - ობსერვატორია / OBSERVATORY leading idea: "everybody is a personal observatory" ვორქშოფის ბოლოს დაგეგმილია გამოფენის/პრეზენტაციის მოწყობა თბილისის რომელიმე საჯარო სივრცეში. ვორქშოფი ჩატარდება რესტავრაციის ფაკულტეტის აუდიტორიაში, თაბუკაშვილის ქ. N5, აუდიტორია N202, 15.00 საათიდან - (15 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით) მსურველები დაუკავშირდით და დარეგისტრირდით ანა მიქელაძესთან: 599 222 012 მსურველებისთვის 10 მაისს 3 საათზე ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა 306 აუდიტორიაში (ზუბალაშვილების ქ. N 47) |