თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, ემერიტუსი თამაზ ვარვარიძე და დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ანუკა ჩაკვეტაძე, 15.04.2018 – 21.04.2018 ვორკშოფისა და ლექციების სერიით იმყოფებოდნენ ესპანეთის ქალაქ პალმაში (Palma de Mallorka), დიზაინის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (Escola d’Art Superior de Disseny de les Illes Balears), ვორკშოფები მეტად სასარგებლო აღმოჩნდა სტუდენტთათვის, რაც აღინიშნა ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ. პროფესორ თამაზ ვარვარიძის ლექცია-ვორკშოფის თემა იყო „შრიფტი როგორც მხატვრული ობიექტი“ . სტუდენტებმა შეასრულეს თავისუფალი ვარიაციები ქართული ანბანის (შრიფტის) თემაზე. ასისტენტ-პროფერის ანუკი ჩაკვეტაძის ლექცია-ვორკშოფის თემა იყო „მოდის ევოლუცია“, „მოდის კონცეპტუალური პორთფოლიო“.სტუდენტებმა შექმნეს თემატური განწყობის გვერდები, კოლაჟის პრინციპით წარმოადგინეს ილუსტრაციები.
шаблоны для dle 11.2