ENG


ერასმუს+ მობილობა ავსტრიაში

7 / 05 / 2018

 
ა.წ. 23-27 აპრილს, თსს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა მაია ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო აკადემიის ერასმუს პარტნიორი, გრაცის გამოყენებით  მეცნიერებათა უნივერსიტეტის ‘FH JOANNEUM University of Applied Sciences’ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, სადაც მიწვეული იყო ავსტრიული უნივერსიტეტის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის უფროსები და ერასმუს კოორდინატორები,   20 ქვეყნის 27 წარმომადგენელი მსოფლიოს  ხუთივე კონტინენტიდან.
კვირეულის მიზანი იყო საერთაშორისო სამსახურის ახალი სტრუქტურის წარდგენა და დანერგვა, თრენინგი  ერასმუს  მობილობისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების აპლიკაციების წარდგენისა  და მართვის შესახებ, მობილობის სტუდენტთა და პერსონალის  გამჭვირვალე შერჩევის მექანიზმები, ერასმუს პარტნიორობის  გაღრმავება და საპარტნიორო  ქსელის გაფართოება, ა.შ.
შედგა მოლაპარაკება გრაცის გამოყენებით  მეცნიერებათა  უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მედია დიზაინის  ინსტიტუტებთან, რომელთაცწარმატებულიერასმუს მობილობა   უკვე აქვთ თსსა არქიტექტურის ფაკულტეტთან. დაიგეგმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება, მათ შორის  მედია დიზაინის ინსტიტუტთანაც. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა რომ გარდა მობილობისა ერასმუსის სრული დაფინასებით,   არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, თსს აკადემიის სტუდენტებსმიეცემათშესაძლებლობა  ისწავლონ გრაცის გამოყენებით  მეცნიერებათა უნივერსიტეტში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე,  სწავლის საფასურის გადახდის გარეშე, და შესაბამისად, თსსა შევიდა  ავსტრიული უნივერსიტეტის  მთავარ პარტნიორთა სიაშიшаблоны для dle 11.2