ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! ...

14 / 05 / 2018

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2018-2019 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე,

● აბიტურიენტთა რეგისტრაცია შემოქმედებითი კონკურსისათვის იწარმოებს 2018 წლის 11 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში. თსსა ვებ გვერდზე: რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე
● 5 ივნისს გამოქვეყნდება აბიტურიენტთა შემოქმედებით ტურზე დასწრების განრიგი;
● 11, 12, 13 ივნისს - ჩატარება შემოქმედებითი ტური;
● 14 ივნისს თსსა კანცელარიაში მიიღება საპრეტენზიო განცხადებები შემოქმედებით კონკურსზე;
● 15 ივნისს - თსსა შემოქმედებითი კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მიიღება თსსა კანცელარიაში განცხადებები;
● 16 ივნისს სააპელაციო კომისიის მიერ მოხდება განხილვა განცხადებების;

1. კონკურსში მონაწილეობის საფასური წარმოადგენს 20 ლარს
2. აბიტურიენტის ინიციატივით საგამოცდო ნამუშევრის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50 ლარს:
3. აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს საბანკო ჩარიცხვის ქვითარი.

გადარიცხვა წარმოებს შემდეგ საბაკონკო რეკვიზიტზე:
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი – TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 708917289

გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართეთ ბუღალტერიას 299 00 36

მნიშვნელოვანია!!! აბიტურიენტები გაეცნონ სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2018 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულებას (მიყევით ქვედა ბმულს)...

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2018 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: +995 32 2936889
ელ-ფოსტა: info@art.edu.ge
მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილის ქ. N:47шаблоны для dle 11.2